Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: საზედამხედველო კომპანია ინდუსტრია
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
შპს "სამეცნიერო, საპროექტო-ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრია", რომელიც ოპერირებს სამშენებლო სფეროში, საზედამხედველო-სამშენებლო მიმართულებით აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ინჟინერ-მშენებელი
** სამშენებლო სფეროში მუშაობის და პროექტების მართვის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
** ყველანაირი სირთულის და ტიპის ნახაზების კითხვა;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;
** ფორმა N2-ების შედგენა;
** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
** მართვის მოწმობა;

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაოთა მიმდინარეობის ყოველდღიური ზედამხედველობა;
** სამშენებლო პროცესების სრული ზედამხედველობა;
** სამშენებლო სტანდარტების მონიტორინგი;
** მშენებლებთან კომუნიკაცია და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება;
** კომუნიკაცია არქიტექტორთან და კონსტრუქტორთან, ან პროექტის დაგეგმარებაში ჩართულ სხვა პირებთან;
** სამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის/შესრულების რეგულარული კონტროლი, შეხვედრა და ეფექტური მოლაპარაკების წარმოება კონტაქტორებთან;
** ზედმიწევნით წინასწარ გაწერილი გეგმისა და გრაფიკის დაცვა;
** ზედამხედველობაში ჩართული პერსონალის კონტროლი;
** სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო პროექტის ფინანსური კონტროლი, რეგულარული ჩართულობა პროექტის ბიუჯეტირებაში;
** პროექტის შესაბამისად სამუშაოების კოორდინაცია, მასში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა;
** პროექტის რისკების შეფასება/ანალიზი და მინიმუმამდე დაყვანა;
** გეგმის მიხედვით სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობა, გადახრების გამოვლენა, მიზეზების მოკვლევა და რეაგირების დაგეგმვა;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება, შესაბამისი რეპორტინგი;
** სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დროის სწორი გადანაწილების უნარი;
** რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: info@icm.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე