Робота для біженців з України
ენერგეტიკული პროექტების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ენერგეტიკული პროექტების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
სს "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია" აცხადებს გრძელვადიანი პოზიციას — ენერგეტიკული პროექტების განვითარების მენეჯერის ვაკანსიაზე.

პოზიციის მიზანია კომპანიის მიმდინარე და ახალი ჰიდრო და ქარის ენერგეტიკული პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და განვითარება "საწყისი იდეიდან" სამშენებლო ფაზამდე, პროექტების განვითარების სტრატეგიის ეფექტურად განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება ინვესტორებისთვის.

შერჩეული კანდიდატის სამუშაოს დაწყება იგეგმება 2025 წლის დეკემბრიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ჰიდრო და ქარის ენერგეტიკული პროექტების დაგეგმვა, განვითარება და კოორდინაცია "საწყისი იდეიდან" სამშენებლო ფაზამდე;
** პროექტების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** პროექტების წინასწარი შეფასება (ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით);
** საჭირო ნებართვების, ლიცენზიებისა და თანხმობების მიღების პროცესის მართვა;
** გარე კონსულტანტებთან, სახელმწიფო უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია;
** პროექტების ბიუჯეტის, გრაფიკისა და რისკების მართვა;
** ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის მომზადება და ინვესტორებისთვის/დამფინანსებლებისთვის წარდგენა;
** ტექნიკურ, იურიდიულ, გარემოსდაცვით და ფინანსურ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ენერგეტიკის, ინჟინერიის, ეკონომიკის ან გარემოს დაცვის მიმართულებით;
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ენერგეტიკის პროექტების განვითარებაში (სასურველია განახლებად წყაროებში);
** ცოდნა პროექტის განვითარების ციკლის, ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზისა და ნებართვების პროცესის შესახებ;
** პროექტის მართვის უნარები (გრაფიკები, ბიუჯეტი, რისკები);
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დოკუმენტაციისა და კომუნიკაციისთვის);
** ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები.

უპირატესობად ჩაითვლება:

** გამოცდილება ჰიდრო და ქარის ენერგიის პროექტებში;
** ადგილობრივი რეგულაციების ცოდნა (განსაკუთრებით ნებართვები, გეოდეზია, EIA, ქსელთან მიერთება);
** AutoCAD, GIS, MS Project ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@grpc.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე