დასახელება:
მიკრობიოლოგი, მიკრობიოლოგიის ლაბორანტი
|
მომწოდებელი:
ნათაძის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
შპს "გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. მიკრობიოლოგი
ძირითადი მოვალეობები:
** ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროთი დადგენილი მეთოდების გამოყენებით მოახდინოს საკვლევი ნიმუშების (წყალი, ნიადაგი, ჰაერი, სურსათი, ჩამონაბან-ჩამონარეცხები და სხვა) აღება და მიკრობიოლოგიური კვლევა საგამოცდო სფეროში გაწერილი მეთოდების გამოყენებით;
** ხელი შეუწყოს განყოფილებაში ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვას ისო 17025-ის მიხედვით;
** მოახდინოს ლაბორატორიისათვის აქტუალური ახალი მეთოდების შესწავლა, დანერგვა და ვალიდაცია;
** შეიმუშაოს/გაწეროს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები, ინსტრუქციები და სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია;
** უზრუნველყოს ლაბორატორიათაშორისი და პროფესიული ტესტირებების ჩატარება;
** აკონტროლოს ლაბორატორიის სახარჯი მასალების ნაშთები შესაბამისი პროცედურის მიხედვით;
** დაიცვას: ჩატარებული გამოცდების შედეგების კონფიდენციალურობის მოთხოვნები, ინსტიტუტის შინაგანაწესი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - დოქტორი ან მაგისტრი (მიკრობიოლოგია ან ბიოლოგია);
** საგამოცდო ლაბორატორიაში (სურსათის ან/და გარემოს ობიექტების კვლევის სფეროში) მიკრობიოლოგის პოზიციაზე სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) ;
** ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესად;
** სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა - ინგლისური
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.
2. მიკრობიოლოგიის ლაბორანტი
ძირითადი მოვალეობები:
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვაში.
** გაითვალისწინოს არსებული კონტროლის გეგმები და ინსტრუქციები.
** დაექვემდებაროს ლაბორატორიისა და განყოფილების ხელმძღვანელებს.
** შეამოწმოს მიმღები განყოფილებიდან შემოსული ნიმუშების აღებისა და წარმოდგენის სისწორე.
** მოამზადოს ნიმუშები ჩასათესად.
** მოამზადოს საკვები ნიადაგები.
** მოამზადოს სადეზინფექციო ხსნარები.
** გაასტერილოს ჭურჭელი და საკვები ნიადაგები.
** ავტოკლავთან მუშაობა.
** თვალყური ადევნოს თერმოსტატისა და სასტერილიზაციო აპარატურის ტემპერატურულ რეჟიმებს.
** შესაბამის ფორმებში აწარმოოს გარემო პირობების ჩანაწერები და ყოველი თვის დასრულების შემდეგ გადასცეს ისინი განყოფილების ხელმძღვანელს.
** აიღოს ნიმუშები დადგენილი წესების შესაბამისად.
** სისტემატიურად აიმაღლოს კვალიფიკაცია თავისის კომპეტენციის ფარგლებში.
** შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს განყოფილების უფროსი.
** ჩაატაროს განყოფილების აღჭურვილობისა და სამუშაო ზედაპირების დეზინფექცია და აწარმოოს შესაბამისი ჩანაწერები.
** დაიცვას შიდა კონტროლის პროცედურები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ლაბორატორიული ჭურჭლის, საფილტრი აპარატის, ფილტრების, ნიადაგების და გამოხდილი წყლის სტერილობაზე კონტროლისა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოებაში.
** მისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ლაბორატორიათაშორის და პროფესიულ ტესტირებებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - ბაკალავრი ან მაგისტრი (მიკრობიოლოგია ან ბიოლოგია);
** ლაბორანტის პოზიციაზე სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) საგამოცდო ლაბორატორიაში (სურსათის ან/და გარემოს ობიექტების კვლევის სფეროში);
** ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა - ინგლისური და რუსული
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციებისა და CV წარმოდგენა მისამართზე: r.kobakhidze@hygiene.ge სავალდებულოა.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.
გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატის გამოსაცდელი ვადით სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, დროებითი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება ურთიერთ შეთანხმებით.
გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის მუდმივ შტატში აყვანის შემთხვევაში, თანამშრომელს დაენიშნება გამოსაცდელ ვადაში დანიშნულ ხელფასთან შედარებით ფიქსირებულად მაღალი სახელფასო განაკვეთი.
|
|
|
|