Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=674559&print=yes&view=jobs
 
ტუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტუტორი
მომწოდებელი: ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას ტუტორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"პროგრესი" 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.

"პროგრესს" ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე "პროგრესს" ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://americanacademyprogress.edu.ge/

თანამდებობის დასახელება: ტუტორი (ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამაზე)
ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.N39.
გრაფიკი: სრული (40-საათიანი სამუშაო კვირა)
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

ტუტორი წარმოადგენს დაწყებითი საფეხურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს, რომელიც კოორდინაციას უწევს კონკრეტული კლასის სასკოლო ცხოვრებას და მის წევრ მოსწავლეთა სააღმზრდელო პროცესებს. ტუტორის უმთავრესი მისიაა სკოლის სივრცეში საკუთარი კლასის მოსწავლეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებასა და ჯანსაღ და მეგობრულ ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაზე ორიენტირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის 1-ლი და მე-2 კლასის მოსწავლეებთან მუშაობა;
** ეროვნული სასწავლო გეგმისა და პროგრესის სასკოლო სასწავლო გეგმის საფუძველზე შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და მასალების შემუშავება და განხორციელება (სადამრიგებლო, ფსიქოლოგიური, შემეცნებითი და ა.შ.);
** საკლასო დოკუმენტაციის წარმოება (მაგ. პირადი საქმეები და სხვ.);
** კლასის ელექტრონული ჟურნალის მონიტორინგი;
** მოსწავლის გაცდენების და დაგვიანებების აღრიცხვა და მშობლების დროული ინფორმირება;
** გაცდენის/დაგვიანების მიზეზის გარკვევა;
** გაკვეთილებზე დასწრება და მოსწავლეთა ქცევისა და სწავლის შედეგების მონიტორინგი;
** კლასის ორგანიზება გაკვეთილების დაწყებამდე;
** სადილის, სამხრის, შესვენებებისა და გაკვეთილების მომზადების პერიოდში კლასზე მეთვალყურეობა და კონტროლი;
** საკლასო და კლასის გარე აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება (ექსკურსია, ლაშქრობა, შემეცნებითი თუ სპორტული ღონისძიებები და ა.შ.);
** მოსწავლეების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის განხორციელება, მათ შორის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა/კოორდინაცია (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
** სასკოლო, საგნობრივ და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ კონსულტაციებზე მოსწავლეთა დასწრების უზრუნველყოფა;
** მშობელთან ინტენსიურ და ოპერატიულ კომუნიკაციას (ელ.ჟურნალი, სოციალური ქსელი, სატელეფონო კავშირი, ღია კარის დღე, ინდივიდუალური შეხვედრა, საჭიროების შემთხვევაში, მშობლის ვიზიტის დაგეგმვა);
** საგნის პედაგოგებთან მუდმივი კომუნიკაცია, მოსწავლეების აკადემიური და პიროვნული განვითარებისა თუ ქცევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
** ყოველთვიურად მშობლების წერილობითი ინფორმირება მოსწავლის ძლიერი ან გასაუმჯობესებელი მხარეებისა და შესაბამისი რეკომენდაციები მითითებით;
** საშინაო დავალებებზე კლასის მუშაობის უზრუნველყოფა, შედეგების გაკონტროლება და მშობლების და კლასში შემავალი მასწავლებლების ყოველდღიური ინფორმირება;
** სემესტრში ორჯერ მშობელთა კრების ჩატარება;
** თვითგამოხატვის, კრეატიულობის ან/და მოტორული უნარების განსავითარებლად რელევანტური აქტივობების ჩატარება;
** მოსწავლეებისათვის ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნა;
** ბავშვის დამოუკიდებელი უნარების წახალისებაზე ზრუნვა;
** ბავშვთა ბიო-ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე მუშაობა და შესაბამისად ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა.

პოზიციისათვის აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ბაკალავრი, მაგისტრანტი;
** სასურველია განათლება ფსიქოლოგიის, განათლების ადმინისტრირების ან პედაგოგიკის მიმართულებით;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, გამართული მეტყველება;
** ინგლისურის ცოდნა: მინიმუმ B2 დონე, ინგლისურენოვანი პროგრამისთვის.
** სწავლების და თანამშრომლობის სხვადასხვა მეთოდებსა და მიდგომების ცოდნა ბავშვის ასაკობრივი თუ სხვა თავისებურებების გათვალისწინებით.

დამატებით საჭირო კომპეტენციები:

** ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაციის უნარები;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები;
** პროფესიული ზრდის ინტერესი და მოტივაცია;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარები;
** ბავშვების სიყვარული;
** უპირატესობა მიენიჭება სასკოლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

დაინტერესებულმა პირებმა, 2025 წლის 31 ოქტომბრამდე გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: hrtbilisi@schoolprogress.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ: "ვაკანსია - ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის ტუტორი".

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

თქვენი მონაცემები შეინახება და დამუშავდება კონფიდენციალურობის სრული დაცვით!

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია