დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ფეიბოქსი
|
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. ფეიბოქსის ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.
ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.
"ფეიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00 საათამდე.
ანაზღაურება: 2000 ლარი (2% საპენსიო აკლდება)
ჩვენ გთავაზობთ:
** დაზღვევის პაკეტს
** შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი კომპანიის თანამშრომელი
** იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში
ძირითადი მოვალეობები:
** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების დაგეგმვა და განხორციელება;
** თანამშრომელთა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა, კანდიდატების მოძიება და შერჩევის პროცესის მართვა;
** თანამშრომელთა აყვანის, დანიშვნის, როტაციისა და კონტრაქტის შეწყვეტის პროცესების კოორდინირება;
** შიდა კომუნიკაციის და უკუკავშირის პროცესების ორგანიზება;
** სტრუქტურული ერთეულების ფუნქციური აღწერისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა და განახლება;
** შეფასების სისტემის შემუშავება და განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით განათლება;
** HR მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება;
** შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|