Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=674549&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო პროექტების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ოქტომბერი
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პრეოქტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.

ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: https://hr4b.ge/

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია სამშენებლო პროექტების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე ჩვენი პარტნიორი წარმოებისთვის.

ძირითადი პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისიდან 1 სთ-ის სავალზე
** ტრანსპორტირება კომპანიის შატლით, ან საწვავის უზრუნველყოფა
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: 6000 ლარიდან კვალიფიკაციის შესაბამისად (ფიქსირებული ხელზე ასაღები)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ულიმიტო სასაუბრო ბალანსი

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია - ინჟინერ-კონსტრუქტორად მუშაობის 5+ წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია - უმაღლესი განათლება, კვალიფიკაციით ინჟინერი/სამშენებლო მიმართულებით
** კონსტრუქციული გაანგარიშებისთვის საჭირო გრაფიკული პროგრამების (Archicad, Autocad და სხვა) ცოდნა;
** სამშენებლო სტანდარტების, ნორმებისა და წესების, მშენებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
** საქართველოში მოქმედი ინდუსტრიული და სამოქალაქო სამშენებლო კონსტრუქციების პროექტირებასთან და მშენებლობასთან დაკავშირებული სტანდარტების (რეგულაციების, ნორმების) ცოდნა
** სასურველია - შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა
** სასურველია - გარემოს დაცვის კანონმდებლობის ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

ძირითადი მოვალეობები:

** კონსტრუქციული პროექტების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** კონსტრუქციული ნახაზების მომზადება და პროექტირება;
** მოცულობის დათვლა (სპეციფიკაციის გაკეთება);
** კონსტრუქციული გაანგარიშება. წარმოდგენილი კონსტრუქციული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური განხილვა და ექსპერტიზა;
** საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობის დროს პროექტების სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის ტექნიკური ზედამხედველობა;

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 27 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

1. რეზიუმეების გადარჩევა
2. ონლაინ გასაუბრება ჩვენთან
3. პირისპირ გასაუბრება უშუალოდ დამსაქმებელთან

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია https://forms.gle/ZfMVdH2NJzeoproT8

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: info@hr4b.ge.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია