Робота для біженців з України
მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: Biltmore Hotel Tbilisi
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
საქართველოში ყველაზე მაღალი სასტუმრო იდეალურად არის შერწყმული დედაქალაქის ისტორიულ და კულტურულ ცენტრთან.

სასტუმროს ექვსი დახვეწილი რესტორანი და ბარი გააჩნია, მათ შორის სასტუმროს ყველაზე მაღალ წერტილზე განთავსებული რესტორანი - "ზიმი". "ბილტმორ თბილისი" იდეალური სივრცეა კორპორაციული ღონისძიებების, საქმიანი შეხვედრების, კონფერენციების, გამოფენებისა და დაუვიწყარი ქორწილების ჩატარებისთვის.

სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული რეცეპტურის და სტანდარტის მიხედვით ცომეულის მომზადება;
** პურებისა და სხვა ცომეული ნაწარმის გამოცხობა;
** პროდუქციის იერსახისა და ხარისხის კონტროლი;
** ვადების და სასაწყობე მარაგების კონტროლი;
** საცხობის მაცივრების, დანადგარებისა და ღუმელების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** ჰიგიენის ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მსგავსი მიმართულებით პროფესიული განათლება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 20 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers.bhtg@biltmorecollection.com. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენი განაცხადის განსახილველად, ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის განხილვისა და შესაბამისობის დადგენის, მათ შორის, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

ამავე ვადაში, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური
მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: careers.bhtg@biltmorecollection.com

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე