დასახელება:
სოციალური მედია მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სფეის კარგო
|
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
კომპანია "სფეისკარგო" აცხადებს ვაკანსიას მაღალი მოტივაციის მქონე და შედეგებზე ორიენტირებულ, სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.
"სფეისკარგო" გახლავთ გადამზიდი კომპანია, რომელიც წარმატებულად ახორციელებს ნებისმიერი სირთულის ტვირთების გადაზიდვას საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებში. (იმპორტი, ექსპორტი). გვაქვს საცალო, მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებები.
კომპანიის ძლიერმა გუნდმა, თავისი მოღვაწეობის მანძილზე არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა, რომლითაც ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ბიზნესის განვითარებაში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე ძირითადი პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები მოიცავს:
** მართოს სოციალური პლატფორმები (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვ.);
** შეიმუშაოს და განახორციელოს სოციალური მედიის სტრატეგია კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში;
** შექმნას და/ან კოორდინირება გაუწიოს ვიზუალურ და ტექსტურ კონტენტს — პოსტები, ვიდეოები, სთორები, რილსები;
** პერიოდულად დაგეგმოს და მართოს სარეკლამო კამპანიები (Meta Ads, Google Ads), განსაზღვროს მიზნობრივი აუდიტორია და ბიუჯეტი კომპანიის ხელმძღვანელთან შეთანხმების საფუძველზე;
** მოამზადოს და გამოაქვეყნოს ინფორმაციული პოსტები სისტემატურად;
** უპასუხობს საჯაროდ კომპანიის მიმართ გამოქვეყნებულ განცხადებებს/კომენტარებს ხელმძღვანელთან შეთანხმებისამებრ (არასტანდარტული ტიპის);
** პერიოდულად გაანალიზოს სოციალური მედიის სტატისტიკა და მოამზადოს რეპორტები შემდგომში წარსადგენად (engagement, reach, conversion);
** სისტემატურად განახორციელოს ბაზრის კონკურენტული ანალიზი და ამის საფუძველზე წარადგინოს იდეები კომპანიის ზრდა-განვითარებისთვის;
** სისტემატურად ითანამშრომლოს კომპანიის გრაფიკულ დიზაინერთან და საოპერაციო გუნდთან საერთო მიზნების მაქსიმალურად ეფექტურად მისაღწევად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** მოქნილობა და ტაქტიკური მიდგომა საქმისადმი;
** კომპლექსური დავალებების მართვა;
** საქმისადმი ინოვაციური მიდგომა და მუდმივად სიახლეების ძიება;
** დელეგირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ბენეფიტები:
** ანაზღაურება: პირადი მოლაპარაკების საფუძველზე; უნარების და გამოცდილებების შესაბამისად;
** სპეც. ტარიფები კომპანიის სერვისებზე;
** გუნდური და კომფორტული გარემო;
** წინსვლის და განვითარების მაღალი შესაძლებლობები;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 10:00-18:30, შაბათი - 11:00-15:00
მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 30 ა. სფეისკარგოს სათაო ოფისი.
თუკი ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებში დაინახეთ თქვენი თავი, გეძლევათ შანსი ბოლომდე გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და შემოუერთდეთ მეგობრულ გუნდს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული. გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@spacecargo.ge. გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სოც-მედია მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|