Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=674532&print=yes&view=jobs
 
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: კოსი - კონცეფთ ოფ სეიფთი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
"COS - Concept of Safety" - შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 2019 წლიდან მუშაობს სხვადასხვა სექტორში მოქმედ კომპანიებთან.

გვსურს ჩვენს გუნდს შეუერთდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ჩვენი კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციებში, შრომის უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო გარემოსა და პროცესების საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება;
** პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება;
** თანამშრომელთა ინსტრუქტაჟების ჩატარება და ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების საკითხებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი (სავალდებულო);
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
** განვითარების სურვილი და მზაობა პროფესიული უნარების გაღრმავებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 1500-2500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა), გამოცდილების მიხედვით;
** მონაწილეობა მრავალფეროვან და მასშტაბურ პროექტებში;
** უწყვეტი პროფესიული განვითარება და ტრენინგები;
** მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და ორიოდე სიტყვით სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: info@cos.com.ge 2025 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია