დასახელება:
უფროსი მოლარე
|
მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
კომპანია ჯიბე "Cash & Carry" ნავთლუღის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარის პოზიციაზე.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნავთლუღი, მეველეს N20
სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 1450 ლარი
უფროსი მოლარის ფუნქცია-მოვალეობები:
** სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
** იურიდიული პირებისათვის დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
** არასწორად გატარებული საქონლის რეალიზაციის პროგრამიდან წაშლა უფროსი მოლარისათვის განკუთვნილი ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით, აღნიშნულზე მაღაზიის მენეჯერის ინფორმირება;
** უფროსი მოლარისათვის განკუთვნილი, ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდის თანამშრომლებს შორის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია გამოცდილება მომსახურების სფეროში
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge
ტელ.: +995 557 306169.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|