დასახელება:
რეგიონული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ევექსი
|
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 საათი
მივლინება: პოზიცია გულისხმობს მივლინებებს დასავლეთ საქართველოში
ძირითადი მოვალეობები:
** ქსელში არსებული რეგიონის პოლიკლინიკების ბიზნეს პროცესის ხელშეწყობა, განვითარება და მონიტორინგი;
** ქსელის რეგიონის პოლიკლინიკების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა კომპანიის მიზნების შესაბამისად;
** პოლიკლინიკებში სერვისის მიმართულების მართვა და გამტარობის გაუმჯობესება;
** ბიზნეს ერთეულების ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა; დაგეგმილი ბიუჯეტის შესასრულებლად ყველა რგოლის კოორდინირება და ურთიერთთანამშრომლობა; შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა კომპანიაში;
** შემუშავებული ახალი პროექტების (მათ შორის ახალი ფილიალის გახსნა და რელოკაცია) და პროდუქტების შექმნაში და დანერგვაში მონაწილეობა; დამტკიცებული ბიზნეს ქეისების შეფასება, მონიტორინგი;
** ბიზნეს ერთეულების ფუნქციონირების ანალიზის საფუძველზე, სამედიცინო თუ არასამედიცინო პროდუქტების/სერვისების დამატების ან/და არსებულის განვითარების საჭიროების შესწავლა, საკითხის ინიცირება და წარდგენა დეპარტამენტის უფროსისთვის შემდგომი განხილვისა და ბიზნეს პროექტის შემუშავებისთვის;
** პოლიკლინიკებში პერიოდული ვიზიტების განხორციელება-ვიზიტის მიზნობრიობის განსაზღვრა და შემდგომი ეფექტურობის შეფასება;
** კომპანიის უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, ბიზნეს ერთეულებში სამედიცინო თუ სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** პოლიკლინიკების სამედიცინო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სალიცენზიო და სანებართვო ნორმებთან შესაბამისობის კოორდინირება შესაბამის დეპარტამენტთან და უზრუნველყოფის პროცესის ზედამხედველობა;
** შესაბამისი დეპარტამენტისგან მიღებული საკანონმდებლო სიახლეების შესახებ პოლიკლინიკების დროული ინფორმირება და აღსრულების მონიტორინგი;
** ქსელში შემუშავებული სტანდარტების, პროცედურების/პროცესების დანერგვისა და შესრულების მონიტორინგი;
** სერვისის უწყვეტობის უზრუნველყოფა და პრობლემების არსებობის შემთხვევაში, დროული რეაგირება;
ვაკანსიის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით;
** სასურველია უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტის ან სამედიცინო მიმართულებით;
** სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** რელევანტური მიმართულებით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
** აუცილებელია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ჯანდაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა:
** ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებების ცოდნა, საყოველთაო ჯანდაცვისა და ვერტიკალური პროგრამების შესახებ;
** სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
** შედეგზე ორიენტაცია;
** ინოვაციურობა;
** თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი, 2025 წელი
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/regionaluri-menejeri/769
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|