Робота для біженців з України
სხვადასხვა - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: Hotel Indigo
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 658853_Full_text_1557054.zip
ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული "Hotel Indigo Batumi Old Town" უნიკალურად აერთიანებს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვე სტილს.

თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, გსურთ ყოველდღიური გამოწვევებით სავსე დინამიკურ გარემოში მუშაობა და მზად ხართ განივითაროთ თქვენი კარიერა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში - ეს პოზიცია თქვენთვისაა. ამჟამად ვეძებთ ფრონტ ოფისის სუპერვაიზერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სტუმრების უმაღლესი ხარისხის სერვისზე, გუნდის კოორდინაციაზე და სასტუმროს სტანდარტების დაცვაზე.

1. ფრონტ ოფისის სუპერვაიზერი

ფრონტ ოფისის სუპერვაიზერი უზრუნველყოფს სტუმართა მიღებისა და მომსახურების პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას, მართავს ფრონტ ოფისის გუნდს, აკონტროლებს სამუშაოს ხარისხს და უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას სხვა დეპარტამენტებთან.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმართა მიღების, განთავსებისა და გასვლის პროცესების ზედამხედველობა
** სტუმართა კეთილგანწყობილი და პროფესიონალური მომსახურების უზრუნველყოფა
** რეზერვაციების, გადახდების და ბილინგის პროცესის კონტროლი, მათ შორის ვირტუალური ბარათებისა და სხვა გადახდის მეთოდების მართვა ბრენდის პოლიტიკისა და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
** თანამშრომლებისთვის დავალებების განაწილება, სამუშაო გრაფიკის მართვა და შესრულების მონიტორინგი.
** ტრენინგების ჩატარება და ახალი თანამშრომლების ინტეგრაცია, მათთვის ბრენდის სტანდარტებისა და მომსახურების პროცედურების გაცნობა.
** სტუმართა შენიშვნებზე და პრეტენზიებზე ოპერატიული რეაგირება, პრობლემების გადაჭრა ბრენდის რეკომენდებული კომუნიკაციის სტილის გამოყენებით.
** საერთაშორისო ბრენდის ხარისხის აუდიტებისთვის მომზადება — დოკუმენტაციის, პროცედურებისა და ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** დასუფთავების, ტექნიკური და სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერთიანი მომსახურების სტანდარტი.
** საპროგრამო უზრუნველყოფისა და PMS სისტემების ეფექტური გამოყენება (ბრენდის მიერ განსაზღვრული პროგრამული პლატფორმების ჩათვლით).
** მინიჭებული სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან, ყოველთვის ბრენდის სტანდარტებთან თანხვედრაში.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ფრონტ ოფისში, მათ შორის სუპერვაიზერის ან უფროსის პოზიციაზე.
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სხვა უცხო ენები იქნება უპირატესობა).
** ლიდერული და კომუნიკაციური უნარები.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
** სამუშაო პროცესის ეფექტურად მართვის უნარი.
** სასურველია გამოცდილება საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში.

ჩვენი შეთავაზება:

** სტაბილური სამსახური საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში.
** კონკურენტუნარიანი ხელფასი და ბენეფიტები.
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო.

რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hr@indigobatumi.com

2. რესტორნის მენეჯერი

ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town, თავისი უნიკალური არქიტექტურით ასახავს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. სასტუმრო წარმოგიდგენთ ახალ ბრენდულ რესტორანს Brasserie 1900, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ ევროპული და თანამედროვე ქართული სამზარეულოთი.

Brasserie 1900 გთავაზობთ დახვეწილ, კომფორტულ და თანამედროვე გარემოს, სადაც თანაბრად იგრძნობა როგორც ისტორიის სიღრმე, ასევე მომსახურების თანამედროვე სტანდარტები. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და გამოცდილ რესტორნის მენეჯერს, რომელიც იზრუნებს ჩვენი სტუმრების კომფორტზე და მომსახურების ხარისხზე. თუ თქვენ ხართ ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო — გელით ჩვენს გუნდში.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე ყოველდღიური სამუშაო პროცესის კოორდინირება;
** ობიექტზე ყოველდღიური სამუშაო პროცესის კოორდირება;
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის და სამუშაო განრიგის მართვა;
** პერსონალის მიერ შესრულებული საქმიანობის ყოველდღიური მონიტორინგი; საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა (პერსონალის დატრენინგება, გადამზადება და სხვა)
** მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** ჯავშნების მართვა,
** საოპერაციო ნაწილის დაგეგმვა და აღსრულება
** კომპანიაში დადგენილი შრომის შინაგანაწესის შრომის უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის და ხარისხის კონტროლის სტანდარტების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ლიდერული და კომუნიკაციური უნარები.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
** სამუშაო პროცესის ეფექტურად მართვის უნარი.

რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hr@indigobatumi.com

3. ბელბოი

საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town, რომელიც განთავსებულია ისტორიულ შენობაში ევროპის მოედანზე, ეძებს ენერგიულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატებს ბელბოის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს სტუმრების თბილი და პროფესიული დახვედრა;
** ბარგის მიღება, გადატანა და დროული მიწოდება ნომრებში;
** სტუმრების გაცილება და საჭიროების შემთხვევაში დახმარება ტრანსპორტირებაში;
** ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;
** მისაღები და ბარგის ზონის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** თავაზიანი და კომუნიკაბელური ხასიათი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად);
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო გარემოს საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდსა და სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@indigobatumi.com

4. მიმტანი

ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town, თავისი უნიკალური არქიტექტურით ასახავს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. სასტუმრო წარმოგიდგენთ ახალ ბრენდულ რესტორანს Brasserie 1900, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ ევროპული და თანამედროვე ქართული სამზარეულოთი.

Brasserie 1900 გთავაზობთ დახვეწილ, კომფორტულ და თანამედროვე გარემოს, სადაც თანაბრად იგრძნობა როგორც ისტორიის სიღრმე, ასევე მომსახურების თანამედროვე სტანდარტები. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ახალგაზრდებს მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და მომსახურება;
** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და პროგრამაში ასახვა;;
** მენიუში არსებული კერძების, მათში არსებული ინგრედიენტების ცოდნა;
** სტუმრების კმაყოფილების მუდმივი კონტროლი;
** კომპანიაში არსებული შინაგანაწესის დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
** პროფესიულ ზრდის და განვითარების შესაძლებლობას
** მუშაობას ბრენდულ და სტაბილურ გარემოში

რას ველით თქვენგან:

** მომსახურების სფეროში გამოცდილება უპირატესობაა;
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** უცხო ენების ცოდნა.

გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე hr@indigobatumi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე