დასახელება:
მერჩენდაიზერ-პრისელერი
|
მომწოდებელი:
ბიდი კომპანი
|
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბიდი კომპანი" დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს FERRERO (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac) Nefis, Dr.Otker, Confitrade, Sladonezh ბრენდების ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.
"ბიდი კომპანი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერ-პრისელერის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო საათები: 9:00-18:00 სთ, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: 1500 ლარი გამომუშავებით.
აუცილებელი მოთხოვნები:
საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე.
ძირითადი მოვალეობები:
** არსებული ქსელის მართვა.
** მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** შეკვეთების გაკეთება.
პიროვნული უნარები და თვისებები:
** მოლაპარაკებების წარმოების, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** მოწესრიგებულობა.
** პრეზენტაბელურობა.
** პასუხისმგებლიანობა.
** პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე i.burakovi@bdcompany.ge 31 ოქტომბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს ბიდი კომპანის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@bdcompany.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|