Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი, ტურისტული კოტეჯების ადმინისტრატორი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი, ტურისტული კოტეჯების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ტურისტული კომპლექსი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
ტურისტული კომპლექსი კახეთში აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო ადგილი თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ტურ ოპერატორებთან, ტურისტულ ჯგუფებთან, სხვა პოტენციურ და კორპორატიულ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია და ტურების შეთავაზება კომპანიის მფლობელობაში არსებულ ტურისტულ კომპლექსში
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან/პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების მიზნით მუდმივი კომუნიკაცია, კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** გაყიდული ტურების/მომსახურების შესაბამისად ყველა სერვისის დაგეგმვა, დოკუმენტაციის მომზადება, მონიტორინგი
** Booking და ARNB გვერდებზე კომპანიის ანგარიშის მართვა
** სოციალური ქსელით გაყიდვების მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტურისტული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** სოციალური ქსელის მართვა
** Booking და ARNB გვერდებზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებელთან/ტურისტებთან ურთიერთობის თავისებურებების ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: tazictpa@gmail.com . სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი"

2. ტურისტული კოტეჯების ადმინისტრატორი

სამუშაო ადგილი კახეთი, ყვარლის რაიონის სოფელი შილდა

ძირითადი მოვალეობები:

** კოტეჯებში და ტურისტულ კომპლექსში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება;
** ტურისტული კომპლექსის შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტურისტული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** Booking და ARNB გვერდებზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: tazictpa@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ "ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე