Робота для біженців з України
მოდის მრჩეველი / მოდის ვიზუალური მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოდის მრჩეველი / მოდის ვიზუალური მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: Emporio Armani
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
Emporio Armani -ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია "NABU" აცხადებს ვაკანსიას მოდის მრჩეველი / მოდის ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - კრეატიულ, მოტივირებულ და მაღალკვალიფიციურ მოდის მრჩეველს / მოდის ვიზუალურ მერჩენდაიზერს, რომელსაც აქვს ძლიერი გატაცება მოდის ინდუსტრიის მიმართ და სურვილი განვითარდეს ამ მიმართულებით.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებთ ქვემოთ ჩამოთვლი მოთხოვნებს:

** ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე;
** გაქვთ მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში;
** ფლობთ ინგლისურ ენას, მინიმუმ B1;
** შეგიძლიათ მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა;
** აქტიურად ხართ დაინტერესებული მსოფლიო მოდის ინდუსტრიით, გაქვთ ძალიან კარგი გემოვნება, ფერისა და სტილის შეგრძნება, ერკვევით ლუქს კლასის ბრენდებში, თვალს ადევნებს საერთაშორისო მოდის კვირეულებს, სეზონურ ტენდეციებს;
** გაქვთ შესაბამისი ცოდნა მაღაზიაში განათავსოთ კოლექცია ვიზუალური პრეზენტაციის სტანდარტების შესაბამისად;
** თვლით რომ ხართ კომპეტენტური და შეგიძლიათ მომხმარებლს გაუწიოთ სრულყოფილი, ინდივიდუალური კონსულტაცია მოდის სეზონურ ტენდეციებზე, მაღაზიაში წარმოდგენილ ბრენდებსა და პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. ასევე მისი აღნაგობის, გემოვნების და პრეფერენციების გათვალისწინებით, დაეხმაროთ მოდური ლუქის შერჩევაში;
** კონსულტანტების დატრენინგება მოდის სეზონური ტენდენციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგისა და სამოსის წარდგენის საკითხებში;
** მაღაზიაში, სხვადასხვა ტიპის გადაღებებისათვის მოდური ლუქების აწყობა და მანეკენების სტაილინგი.

ჩვენი მხრიდან გთავაზობთ:

** პროფესიულ და კარიერულ ზრდას, რომელიც მხოლოდ თქვენს კრეატიულობაზე, მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზე იქნება დამოკიდებული;
** ტრენინგებს, უცხოელ პროფესიონალებისაგან შემდგარ გუნდთან;
** ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი + დაზღვევა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 8+1 საათი;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე

თუ თვლით რომ ეს არის თქვენი საოცნებო სამსახური და აკმაყოფილებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირობას, გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და ასევე თქვენი სოციალური ქსელების მისამართით, გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@itc.ge აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " მოდის მრჩეველი"

ვაკანსიაზე განაცხადის მისაღებად აუცილებლად გამოგვიგზავნეთ სამოტივაციო წერილი, თუ რატომ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.

წინასწარ გიხდით მადლობას დაინტერესებისათვის და გულწრფელად გისურვებთ ჩვენს გუნდში მოხვედრას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე