Робота для біженців з України
სანიტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სანიტარი
მომწოდებელი: NB Dental
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
"NB Dental" - ნინო ბერიძის სტომატოლოგიური კლინიკა, აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 15 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ნინო ბერიძის კლინიკა, ეს არის ადგილი, სადაც პაციენტის კომფორტი და სისუფთავე ისეთივე პრიორიტეტია, როგორც პროფესიონალიზმი.

ჩვენ გვჯერა, რომ მოწესრიგებული გარემო ქმნის თავდაჯერებას და უსაფრთხოებას — სწორედ ამიტომ, სანიტარი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრია.

ძირითადი მოვალეობები იქნება:

** კლინიკის საერთო სისუფთავის და ჰიგიენის უზრუნველყოფა ყოველდღიურად
** სამედიცინო კაბინეტების, მისაღები სივრცისა და სველი წერტილების დეზინფექცია სტანდარტების შესაბამისად
ნარჩენების სწორად შეგროვება;
** ინვენტარის მოწესრიგება და საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციის ინფორმირება მარაგების შესახებ;
** კლინიკის შიდა სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად ჰიგიენური ნორმების დაცვა.

კანდიდატის მოთხოვნები:

** სანიტრის ან დამლაგებლის მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისუფთავისადმი ყურადღება
** პოზიტიური დამოკიდებულება გუნდური მუშაობისადმი
** დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 დღე.
** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

კლინიკის მისამართია: თბილისი, დავით თავხელიძის ქ. N1 (ვაჟა -ფშაველას ძეგლის მიმდებარედ)

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე career@nbdental.ge.

გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე