Робота для біженців з України
პაციენტების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პაციენტების კოორდინატორი
მომწოდებელი: NB Dental
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
"NB Dental" - ნინო ბერიძის კლინიკა, აცხადებს ვაკანსიას პაციენტების კოორდინატორის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 15 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

"NB Dental" - ადგილი, სადაც ზრუნვა, პროფესიონალიზმი და ემპათია ერთიანდება.

ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ქმნის გამოცდილებას, რომელიც პაციენტებს აძლევს კომფორტს, ნდობას და სურვილს დაბრუნდნენ ისევ.

თუ ხარ ადამიანზე ორიენტირებული, გაქვს შესანიშნავი კომუნიკაციის უნარები და გსურს იყო იმ პროცესის ნაწილი, რომელიც პაციენტებს აძლევს მათ საუკეთესო ღიმილს — ეს პოზიცია შენთვისაა.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ

ძირითადი სამუშაო აღწერილობა:

** ექიმთან დაკავშირებული პაციენტების სრული მართვა - ჩაწერიდან მკურნალობის დასრულებამდე;
** პაციენტების ჩაწერა, ვიზიტების დაგეგმვა და კალენდრის კონტროლი;
** მკურნალობის გეგმის ფორმირება ექიმთან შეთანხმებით და მისი გაზიარება პაციენტთან;
** მკურნალობის ეტაპების მონიტორინგი და საჭიროებისამებრ შესაბამის ექიმებთან გადამისამართება;
** პაციენტების ინფორმირება პროცედურების, საფასურისა და ვიზიტების შესახებ;
** პაციენტთან მუდმივი კომუნიკაცია და უკუკავშირის შეგროვება;
** ადმინისტრაციული და საორგანიზაციო მხარდაჭერა ექიმის სამუშაო პროცესში;

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

** გამოირჩევა კომუნიკაბელურობით, ორგანიზებულობით და ემპათიით
** ფლობს გამართულ წერით და ზეპირ ქართულს (რუსული ან ინგლისური უპირატესობაა)
** აქვს გამოცდილება სტომატოლოგიურ/სამედიცინო ან მომსახურების სფეროში
** პასუხისმგებლობით ეკიდება დეტალებს და უყვარს ადამიანებთან მუშაობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კეთილგანწყობილ გუნდს
** ტრენინგებს სერვისსა და პაციენტთან კომუნიკაციაში
** პროფესიულ ზრდას და კარიერულ განვითარებას
** სახელფასო რეინჯი: 1500 (Net) საწყისი ანაზღაურება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@nbdental.ge. გთხოვთ, subject მიუთითოთ: "პაციენტების კოორდინატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე