Робота для біженців з України
კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის, კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი (3 სამუშაო დღე)
ადგილების რაოდენობა: 1 ვაკანსია

ფუნქცია-მოვალეობები:

** საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, მოდიფიცირება და განვითარება კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** საგანმანათლებლო პროგრამის პაკეტის და თანდართული დოკუმენტაციის მომზადება;
** სასწავლო პროცესის დაგეგმისა და განხორციელების კოორდინირება;
** პროგრამის შინაარსობრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სტუდენტთა აკადემიური პროგრესის და კმაყოფილების კვლევის შედეგების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა;
** დარგის განვითარების ტენდენციების გათვალისწინებით საგანმანათლებლო პროგრამის უწყვეტი განახლება და უცხოელ თუ ადგილობრივ ექსპერტებთან თანამშრომლობა;
** სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება და მხარდაჭერა;
** საგანმანათლებლო პროგრამის თვითშეფასების ანგარიშებისა და სემესტრული ანგარიშების მომზადება;
** შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობა პროგრამის სწავლის შედეგების შეფასება;
** დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ დაკისრებული სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დოქტორის ხარისხი კომპიუტერული მეცნიერების ან ინფორმატიკის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
** აკრედიტაციისა და დარგის შესაბამისი ხარისხის პროცესების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** სტრატეგიული დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
** აკადემიური და ადმინისტრაციული პროცესების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კონფლიქტების მართვისა და ეფექტური მოლაპარაკების უნარი;
** დელეგირებისა და დროის ეფექტური მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენაზე) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი".

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით.

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე