Робота для біженців з України
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ოქტომბერი
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 4 ვაკანსია

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** ხარისხის სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებების პროცესში ჩართულობა;
** აკადემიური/მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ავტორიზაციასთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ჩატარებული ტრენინგების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებისა და ოქმების მომზადების პროცესში ჩართულობა;
** უნივერსიტეტის თვითშეფასების პროცესებში ჩართულობა;
** საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, შეფასებისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა და პროგრამის ხელმძღვანელების მხარდაჭერა;
** სტუდენტებთან, პერსონალთან, საგანმანათლებლო პროგრამებთან და სასწავლო კურსებთან დაკავშირებული მონაცემებისა და სტატისტიკის ანალიზის პროცესებში ჩართულობა;
** გამოკითხვების, შეფასებისა და თვითშეფასების შედეგების დამუშავება, შედარებითი ანალიზის ჩატარება, მათ შორის, ფაკულტეტებისა და პროგრამების მონაცემთა შედარებითი ანალიზი;
** პერსონალისათვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
** უნივერსიტეტის ელექტრონულ პორტალზე მონაცემების ასახვა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება - მაგისტრი / მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (სასურველია უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება);
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
** ენები - ინგლისური ენა (მინიმუმ C1).

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** CV - ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის, 27 ოქტომბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე