Робота для біженців з України
ანგარიშსწორების უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანგარიშსწორების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
"ემბისი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ანგარიშსწორების უმცროსი სპეციალისტი.

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

ძირითადი მოვალეობები:

** ჩარიცხვისა და გადარიცხვის ტრანზაქციების დროულად დარეგისტრირება და განხორციელება Swift-ში, RTGS-ში და ტრანზაქციასთან დაკავშირებულ ყველა სხვა პროგრამაში;
** Alta Core სისტემაში გადარიცხვებთან და ინტერნეტ ბანკინგთან დაკავშირებული ოპერაციების დროული და ხარისხიანი შესრულება/კონტროლი;
** საკორესპონდენტო ანგარიშებზე შესრულებული ტრანზაქციების და ტრანზაქციებთან დაკავშირებული საკომისიოების კონტროლი და საბანკო სისტემაში ასახვა.
** არასწორი რეკვიზიტებით ჩარიცხული თანხების შესაბამის საბალანსო ანგარიშებზე აღრიცხვა;
** სახაზინო გარიგებებთან დაკავშირებული ოპერაციების დროული რეგისტრაცია, შესრულება, შემოწმება და კონტროლი;
** რეზიდენტი მოკორესპონდენტო ბანკების ნოსტრო ანგარიშებზე ოპერაციების წარმოება (პირველადი დოკუმენტების შექმნა);
** ფრონტის თანამშრომლებისთვის ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ან მომიჯნავე დარგის მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია SWIFT & RTGS პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ALTA-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/1Yz2jLtd
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე