დასახელება:
ქარხნის დირექტორის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
PM Metal
|
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
შპს "პი ემ მეტალ" აცხადებს ვაკანსიას ქარხნის დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00
ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი
უფლება-მოვალეობები:
** ადმინისტრაციული მოვალეობები, რომელიც ეხება დოკუმენტების მომზადებას, კვალიფიკაციას, არქივის მართვას;
** დირექტორის შეხვედრის დაგეგმვა, კალენდრის მართვა, სატელეფონო ზარებზე პასუხი, მიმოწერის ორგანიზება (შიდა და გარე კომუნიკაცია);
** შეხვედრებისა და ბიზნეს-ვიზიტების ორგანიზება;
** ანგარიშგების დროული წარდგენისთვის სხვადასხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
** სტუმრების მიღება და მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** დირექტორის სახელით წარმოების პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება
** ოფისისთვის საჭირო ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების შეძენა. მოთხოვნები:
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საწარმოში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@pmmetal.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დირექტორის ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|