Робота для біженців з України
ქარხნის ფინანსური მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქარხნის ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: PM Metal
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
შპს "პი ემ მეტალ" აცხადებს ვაკანსიას ქარხნის ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00
ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი

უფლება-მოვალეობები:

** ქარხნის წლიური და კვარტალური ბიუჯეტის შედგენა და მონიტორინგი.
** მომავალი წარმოების გეგმების მიხედვით ფინანსური საჭიროებების განსაზღვრა.
** კაპიტალური ინვესტიციების ანალიზი (მაგ. ახალი დანადგარების შესყიდვა).
** ფინანსური ანგარიშგების მომზადება (ბალანსი, მოგება-ზარალი).
** მენეჯმენტის ინფორმირება ფინანსური მაჩვენებლების შესახებ.
** საწყობში ნედლეულის და მზა პროდუქციის მარაგების ოპტიმიზაცია ფინანსური კუთხით.
** საწარმოს დანაკარგებისა და დაუგეგმავი ხარჯების ანალიზი.
** შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა აუდიტისა და შემოწმებისას.

მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების;
** საწარმოში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ
მისამართზე: vacancy@pmmetal.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე