დასახელება:
გენერალური მენეჯერის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
STREAM
|
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
ვაცხადებთ ვაკანსიას გენერალური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, საავტომობილო ინდუსტრიაში, საერთაშორისო კომპანიისთვის Georgia Energy Cars.
Georgia Energy Cars - ახალი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების კომპანია არის წამყვანი გლობალური ბრენდების, როგორიცაა Work stuff, Greenchem, Car Gods, CWORKS, და HPX ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტს თბილისში შოურუმისთვის და სრული ლოჯისტიკური ჯაჭვის მართვას. ასევე ავტომობილების დისტრიბუციას/ექსპორტს ბულგარეთში, პირდაპირ გაყიდვებს, ინდივიდუალურ შეკვეთებს და წარმომადგენლობას ბულგარელი კლიენტებისთვის, მომსახურების მართვით თბილისიდან. თბილისში განლაგდება შოურუმი სატესტო მართვის ზონით, მომსახურებისა და მომზადების სივრცით.
დამატებითი ინფორმაცია https://www.autowarelab.com/
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00
ანაზღაურება: 1200 - 1500 აშშ. დოლარის ეკვივალენტი ლარში, ეროვნული ბანკის კურსით.
ძირითადი მოვალეობები:
** გენერალური მენეჯერის ყოველდღიური, საოფისე ამოცანების შესრულება;
** დოკუმენტაციის მომზადება/შევსება/კორესპონდენციის მართვა;
** სხვადასხვა საოფისე და საორგანიზაციო საქმიანობის, მათ შორის ჩანაწერების წარმოება;
** კოორდინაცია ტრანსპორტის სამინისტროსთან და შესაბამის სააგენტოებთან ავტომობილის რეგისტრაციისათვის;
** მხარდაჭერა გარე პარტნიორებთან ურთიერთობაში;
** შეხვედრების, საოფისე ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;
** აუცილებლობის შემთხვევაში თანამშრომლებისათვის სხვადასხვა საოფისე დავალებების შესრულება და შოურუმის უკეთ ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მსგავსი მიმართულებით;
** მინ. 2 - 3 წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციული, აღმასრულებელი ასისტენტის ან საკოორდინაციო განხრით;
** საორგანიზაციო უნარები და დროის მენეჯმენტი;
** აუცილებელია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა როგორც სასაუბრო ასევე წერით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სასურველია გამოცდილება საავტომობილო, საცალო ვაჭრობის ან იმპორტ/ექსპორტის მიმართულებით;
** უპირატესობა მიენიჭებათ სამთავრობო უწყებებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 1 ნოემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (https://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|