დასახელება:
დოკუმენტბრუნვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ემ ბი სი
|
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტბრუნვის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.
ძირითადი მოვალეობები:
** დოკუმენტბრუნვის მართვა;
** დოკუმენტების მოძრაობის კონტროლი შიდა სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
** დადგენილი სტანდარტების მიხედვით დოკუმენტების კლასიფიკაცია;
** მატერიალური დოკუმენტების მიღება, დახარისხება და საცავში განთავსება;
** არქივში შენახული დოკუმენტების აღწერის წარმოება;
** დადგენილი ვადების გათვალისწინებით დოკუმენტების შენახვის, გადაცემის ან განადგურების ორგანიზება;
** ელექტრონული არქივის მართვა, დოკუმენტების სკანირება, დამუშვება და ელექტრონულ საწყობში ატვირთვა;
** დოკუმენტების ამოღება, გაცემის აღრიცხვა და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;
ჩვენ გთავაზობთ:
** თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** Fitpass მომსახურების კორპორატიული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას;
** დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/doyDnxFe.
|
|
|
|