დასახელება:
ქიმიკოსი/ლაბორატორიის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოსი/ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:30 (დღეში 1 საათი შესვენება);
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოთხოვნები:
** ლაბორატორიის ყოველდღიური მართვა და ორგანიზება;
** ქიმიური ანალიზებისა და ექსპერიმენტების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
** ლაბორატორიული აღჭურვილობის მოვლა და ხარისხის სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო პროცედურებისა და უსაფრთხოების პროტოკოლების შემუშავება და კონტროლი;
** თანამშრომლების ხელმძღვანელობა, მათთვის მეთოდების სწავლება და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა;
** შედეგების ანალიზი, დასკვნების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** კვლევითი პროექტების დაგეგმვა და წარმოება, საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქიმიის ან შესაბამისი მიმართულების უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება საწარმოში;
** ლაბორატორიული აღჭურვილობისა და ანალიტიკური მეთოდების ცოდნა;
** ხელმძღვანელობისა და პროექტების მართვის გამოცდილება;
პირადი უნარ- ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობა;
** კომუნიკაციის მაღალი უნარი
ჩვენს კომპანიაში გელით მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო, კარიერული განვითარების პერსპექტივა და შრომის ანაზღაურების მზარდი დინამიკა. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო რესურსით, რათა ეფექტურად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები. გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrcompany@top.ge; სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება.
კომპანია თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.
რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენს წინასწარ თანხმობის გარეშე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
|
|
|
|