Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=674394&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:30 (დღეში 1 საათი შესვენება);
ანაზღაურება: 3000 ლ (გადასახადების გარეშე)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოთხოვნები:

** კანონმდებლობის ანალიზი და იურიდიული კონსულტაციის მიწოდება კომპანიისთვის;
** კონტრაქტების მომზადება, შესწავლა და შეთანხმება;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
** კომპანიის სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში წარმომადგენლობა სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიულ სფეროში;
** სამოქალაქო, კომერციული და შრომის სამართლის ცოდნა;
** ქართული და ინგლისური (თუ საჭიროა სხვა ენებიც) ენის ცოდნა.

პირადი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** ინიციატურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენს კომპანიაში გელით მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო, კარიერული განვითარების პერსპექტივა და შრომის ანაზღაურების მზარდი დინამიკა. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო რესურსით, რათა ეფექტურად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები. გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrcompany@top.ge. სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება.

კომპანია თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.

რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენს წინასწარ თანხმობის გარეშე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია