Робота для біженців з України
ვადაგადაცილებული სესხების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვადაგადაცილებული სესხების ოპერატორი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
სვის კაპიტალი ახლა უკვე "სკაპი" — ახალი სახელით აგრძელებს საქმიანობას.

სახელის ცვლილება ასახავს კომპანიის სტრატეგიულ ევოლუციას, რომელიც მიმართულია როგორც ტექნოლოგიების განვითარებისკენ, ასევე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და პროდუქტების გამრავალფეროვნებისკენ.

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი საქართველოში 2010 წლიდან საქმიანობს. დღეს კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 34 ფილიალით საქართველოს 13 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანში, ხაშურში, მარნეულში, ახალციხესა და ფოთში.

სკაპის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რასაც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მოქმედი სწავლებისა და თანამშრომელთა განვითარების კომპლექსური სისტემა. ამჟამად სკაპი აერთიანებს 500-ზე მეტ პროფესიონალს.

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ვადაგადაცილებაში მყოფ მომხმარებლებთან:

** სატელეფონო კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებების წარმოება.
** ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა;
** საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ვადაგადაცილებული სესხების მიმართულებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scappp.ge და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ვადაგადაცილებული სესხების ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე