Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ფეიქართა ქუჩა
სამუშაო  გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 საათი
ანაზღაურება: 1000 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა

მოვალეობები:

** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოფისში სამუშაო პროცესისათვის აუცილებელი გარემოსა და რეჟიმის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება/განახლება/მონიტორინგი;
** დოკუმენტების კონტროლი და მოწესრიგება;
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
** შეხვედრების ორგანიზება და ვიზიტორების მიღება-გასტუმრება;
** თანამშრომლების მხარდაჭერა ყველა ადმინისტრაციულ საკითხში;
** მომსახურე კომპანიებთან თანამშრომლობა, ინვოისების მომზადება და შეკვეთების კონტროლი;
** საჭიროებისამებრ დირექტორის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები და პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული/ბრწყინვალე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** კეთილგანწყობილი და თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი და ინიციატივიანი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნო CV ელექტრონულ მისამართზე: mariam.khutsishvili@tg.com.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე