Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება - 2000 ლარი ხელზე ასაღები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქციის შესწავლა;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** მომწოდებლებთან კომერციული პირობებზე შეთანხმება, ხელშეკრულების გაფორმება, მუდმივი კონტროლი;
** მოლაპარაკების წარმოება საერთაშორისო მომწოდებლებთან პროდუქციის ფასებთან და შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით;
** საქონლის მუდმივად არსებობის უზრუნველყოფა, მათი დეფიციტის წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით;
** მინიმალური ნაშთის განსაზღვრაში ჩართულობა და საჭირო რაოდენობის არსებობის უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება და ფინანსური სამსახურისთვის მიწოდება;
** მოთხოვნის შესაბამისად შესყიდვების განხორციელება საუკეთესო შესაძლო პირობებით;
** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა;
** ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პროცესის სრული მონიტორინგის უზრუნველყოფა;
** საბაჟო სამსახურისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და განბაჟების პროცესში ჩართულობა;
** ახალი პროექტების ინიცირება და განხორციელება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საერთაშორისო შესყიდვების სფეროში მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancyhr515@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე