Робота для біженців з України
სანიტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სანიტარი
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ანგისას №2
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი

სინევოში თქვენ დაგხვდებათ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
** თიმბილდინგი
** მზარდი შრომითი ანაზღაურება
** ჯანსაღი სამუშაო გარემო

მოვალეობები:

** კომპანიის ტერიტორიის დალაგება და მოწესრიგება
** სისუფთავისა და სანიტარული ნორმების ზედმიწევნით დაცვა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** სამედიცინო დაწესებულებაში ან ლაბორატორიაში სანიტრად მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@synevo.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელ ნომერზე: 577 341 371

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე