Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=674324&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: წიგნისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზია
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
წიგნისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული, ცვლები
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (მეტრო დელისთან)
** ანაზღაურება: 800-1000+

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** საგამოფენო სივრცეში არსებული პროდუქციის მოწესრიგებულ იერსახეზე ზრუნვა;
** პროდუქციის მიღება, განლაგება საწყობსა და დარბაზში მაღაზიის სტანდარტების დაცვით;
** გაყიდვები;
** პროდუქციის დახარისხებაში, მარკირებასა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისხარტე და ოპერატიულობა;
** თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა;
** სასურველია გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: matsneplus@yahoo.com და Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება"მოლარე-კონსულტანტის პოზიცია".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია