დასახელება:
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Dentos
|
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
ვინ ვართ ჩვენ:
"Dentos.ge" სტომატოლოგიური ეკოსისტემაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არსებულ სტომატოლოგიურ კლინიკებს აერთიანებს. "დენტოსი" უზრუნველყოფს მათ პროგრამული უზრუნველყოფით, რაც ეხმარება მართონ ყოველდღიური პროცესები, ვიზიტები, ფინანსები და სამედიცინო ინფორმაცია.
თუ გაქვთ გამოცდილება B2B გაყიდვებში და გსურთ კარიერული წინსვლა ტექნოლოგიურ სფეროში, გიზიარებთ ვაკანსიის დეტალებს
პოზიცია: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
** dentos.ge-ის, როგორც SAAS სისტემის პრეზენტაცია და გაყიდვა სტომატოლოგიურ კლინიკებზე;
** გაყიდვების პროცესის სრულფასოვანი მართვა პირველადი კონტაქტიდან კონტრაქტამდე;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების გაფორმება;
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და ინდივიდუალური შეთავაზებების შექმნა;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და რეგულარული კომუნიკაცია;
** პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით უკუკავშირის შეგროვება და სტრუქტურული ერთეულებისთვის რეკომენდაციების მიწოდება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება;
** CRM სისტემაში ყველა აქტივობის ასახვა;
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია B2B ან SaaS პროდუქტების სფეროში);
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** მოლაპარაკებების, კომუნიკაციის და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
** ორგანიზებულობა, დროის მართვის უნარი და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა.
დამატებითი ინფორმაცია:
** დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო გარემო: საოფისე/ვიზიტები
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების ბონუსი
რას გთავაზობთ:
** მრავალმხრივი საბონუსე სამოტივაციო სისტემა (ფინანსური გეგმა; რაოდენობრივი გეგმა; პორტფელის ყოველთვიური ბონუსი);
** საწვავი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@dentos.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 31 ოქტომბერი.
გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "დენტოსმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|