დასახელება:
კონსულტანტი სათამაშოების მაღაზიაში
|
მომწოდებელი:
თოიზჯი
|
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
სათამაშოების მაღაზია "თოიზჯი" ეძებს კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან და პოზიტიურ თანამშრომელს კონსულტანტის პოზიციაზე.
თუ გიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, ხარ ენერგიული და პოზიტიური ადამიანი — შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების მეგობრული მიღება;
** პროდუქციის გაცნობა და რეკომენდაციების მიცემა;
** მაღაზიაში არსებული წესების დაცვა და გაყიდვების გეგმის შესრულება;
** საქონლის განთავსება და სავაჭრო სივრცის მოწესრიგება.
საჭირო უნარები:
** კომუნიკაბელურობა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გამოცდილება გაყიდვებში უპირატესობაა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო დღეები: თვეში 15 დღე;
** სამუშაო საათები: 10:00-22:00, შესვენება — 1 საათი;
** ფიქსირებული ანაზღაურება: 800 ლარი;
** ბონუს სისტემა — 1-თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ, შესრულებული გეგმის მიხედვით;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და სტაბილური სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: TOYZGESTORE@GMAIL.COM ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 470 608
|
|
|
|