დასახელება:
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ITMC
|
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
"ITMC" არის IT აუთსორსინგ კომპანია, რომელიც ემსახურება მომხმარებლებს IT მიმართულებით.
კომპანია ეძებს IT მხარდაჭერის სპეციალისტებს. ვაცხადებთ როგორც ვაკანსიას, ისე ანაზღაურებად სტაჟირებას მათთვის, ვისაც არ აქვს გამოცდილება.
განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 08:30-დან 16:30-მდე; შაბათი: 09:00-15:00.
მოვალეობები:
** კომპიუტერული მოწყობილობების გამართვა და მათი შემდგომი მონიტორინგი;
** პარტნიორ ობიექტებთან კონტაქტი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით; პრობლემების შემთხვევაში ადგილზე მისვლა და დახმარება;
** ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
** განრიგის მიხედვით ან უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.
სასურველია გამოცდილება შემდეგი მიმართულებით (ან IT Essential დონის შესაბამის სერტიფიკატის ფლობა):
** Windows, Linux, Android და MAC საოპერაციო სისტემებთან მუშაობა, advanced user-ის დონეზე;
** პერიფერიასთან (პრინტერი, სკანერი და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება (დრაივერის დაყენება, წაშლა, განახლება, დიაგნოსტიკა);
** მარტივ ქსელურ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება (სვიჩი, როუტერი, Wi-Fi AP);
** გამოცდილება ფიზიკური ქსელის გაყვანაში;
** IP ტელეფონებთან მუშაობის გამოცდილება (მონტაჟი/კონფიგურაცია);
** IP კამერებთან მუშაობის გამოცდილება (მონტაჟი/კონფიგურაცია);
** მეილ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება (დაარქივება, ანგარიშის დამატება/წაშლა და ა.შ.)
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** მოწესრიგებული;
** კომუნიკაციის უნარი უმაღლეს დონეზე;
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ განაცხადი: https://cutt.ly/tnLcqDv
|
|
|
|