Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=674198&print=yes&view=jobs
 
მომხმარებელთა გამოცდილების მართვის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა გამოცდილების მართვის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა რითეილი
გამოქვეყნდა: 14 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. "თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად "თეგეტა მოტორსის" გუნდში მომხმარებელთა გამოცდილების მართვის უმცროსი სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** პრეტენზიების რეგისტრაცია სისტემაში;
** შიდა გუნდებთან კომუნიკაცია საკითხის გადასაჭრელად;
** სტატუსების განახლება და კონტროლი;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;
** სხვადასხვა არხიდან შემოსული უკუკავშირების აღრიცხვა;
** შემოსული პრეტენზიების/რეკომენდაციების რეპორტინგი და ანალიზი

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1975

"თეგეტა ჰოლდინგში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია