Робота для біженців з України
მტვირთავი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მტვირთავი
მომწოდებელი: Vestel
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
შპს "მატექს ჯორჯია", "VESTEL"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე, ჯამში 40 საათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი — 970 ლარი (ხელზე 950 ლარი)

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საწყობში დატვირთვა შედარებით ნაკლებია, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ბრენდი — "VESTEL"-ის ტექნიკა — შემოდის.

ძირითადი მოვალეობები:

** იმპორტირებული პროდუქციის მიღება და დასაწყობებაში მონაწილეობა;
** საწყობიდან პროდუქციის გაცემასა და მანქანის დატვირთვაში მონაწილეობა;
** მძღოლთან ერთად მისამართებზე გასვლა და კომპანიის მიერ რეალიზებული საოჯახო ტექნიკის მომხმარებლამდე მიწოდება;
** ფილიალების მომარაგებაში ჩართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე;
** ენერგიული;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

რეზიუმე ფოტოსურათით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე — hr@mateks.ge. წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: VESTEL მტვირთავი ქუთაისი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV-ის გაგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე