Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ა (ა)იპ "საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო", ორგანიზაციაში სახელმწიფო შესყიდვების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმართვის უზრუნველსაყოფად, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას N7
ანაზღაურება: 2774 ლარი (დარიცხული)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 (ექვსი) თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - ბაკალავრი;
** სამუშაო გამოცდილება: სახელმწიფო ორგანიზაციაში სულ მცირე 2 წელი სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ტენდერების გამოცხადებისა და სატენდერო კომისიის აპარატში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენა: ინგლისური - (B1);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები: MS Office Word - კარგად, MS Excel - კარგად

კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

კომპეტენციები და უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობა;
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

1. სააგენტოს ფუნქციონირებისათვის განსახორციელებელ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; შესყიდვის პროცედურების მომზადება, სატენდერო კომისიის აპარატის წევრის ფუნქციების შესრულება, სატენდერო პროცედურების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფა;
2. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა, ცვლილებების შეტანა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება;
3. სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, ხარისხობრივი და სხვა აღწერილობების ჩამოყალიბება.
4. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ადმინისტრირება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულ სისტემაში - www.procurement.gov.ge, სააგენტოსათვის წარსადგენი ყველა საჭირო დოკუმენტების ატვირთვა და შესაბამისი პროცედურების ჩატარება;
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების/შეთანხმებებისა და გადაწყვეტილებების მომზადება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმება, ხელშეკრულებების რეგისტრაცია, აღრიცხვა, შენახვა და შესყიდვების სააგენტოსთვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხელშეკრულების მიმდინარეობის ანგარიშის წარდგენა.
6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით ან/და საჯარიმო სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება სააგენტოს დირექტორთან ან/და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან, მათ მოადგილეებთან და იურისტთან შეთანხმებით;
7. ხელშეკრულების მიმდინარეობის მონიტორინგის უზრუნველყოფა, სამუშაოების, საქონლის და საკონსულტაციო მომსახურებების მოწოდების ვადების მონიტორინგი;
8. ხელშეკრულებების შესყიდვის ობიექტის მოწოდების ან/და მომსახურების გაწევისას მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და შესყიდვების სააგენტოსთვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ანგარიშის წარდგენა;
9. სააგენტოს მიერ შესყიდული საწვავისა და საკომუნიკაციო ხარჯების ქალაქ თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვრული ლიმიტების კონტროლი სააგენტოს საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე და ლიმიტირებულ სატელეფონო ნომრებზე.
10. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და პირობების დაცვის კოორდინაცია და ანგარიშების სსიპ "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში" წარდგენის უზრუნველყოფა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: PCA@Tbilisi.gov.ge და სათაურის ველში, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების მენეჯერი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 24 ოქტომბერი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ ა (ა)იპ "საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საკონტაქტო ტელეფონი: +995595068911

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე