Робота для біженців з України
ქსელის ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
ყავის სადისტრიბუციო კომპანია "Master Coffee", წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების (FRANKE, Bianchi, Schaerer, DR. Coffee, Astoria, SAECO) და ასევე, ყავის ბრენდების: -"CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

კომპანია მუდმივად ცდილობს იყოს ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული. ამ ეტაპზე ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან კაფეს ქსელის ოპერაციების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** Coffee Shop-ის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კოორდინაცია.
** მომსახურების სტანდარტების უზრუნველყოფა და გუნდის მუშაობის მონიტორინგი;
** ფინანსური და ოპერაციული მაჩვენებლების კონტროლი, ანალიზი და გაუმჯობესება
** მარაგების, მომწოდებლებისა და ტექნიკური პროცესების მართვა;
** ახალი ფილიალების გახსნის პროცესში მონაწილეობა და ორგანიზება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინ. 2-3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მომსახურების (კაფე, რესტორანი, coffee shop) სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ გუნდს და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ განვითარებას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 2000 ₾ (net) + ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00;
** დასვენება: შაბათი, კვირა;
** სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი;
** განსაზღვრული რაოდენობის საწვავით უზრუნველყოფა;
** ულიმიტო სასაუბრო;
** Fitpass-ის შესაძლებლობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე