დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
არტფარმა
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
|
ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე, აჭარის რეგიონში.
ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" დაარსდა 2014 წელს და საქართველოში წარმოადგენს ისეთ წამყვან საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებს, როგორებიცაა Walmark, STADA Group და სხვა. კომპანია აწარმოებს საკვები დანამატებისა და კოსმეტიკური საშუალებების იმპორტს ევროპიდან. "არტფარმას" პორტფოლიოში წარმოდგენილია ევროპაში აპრობირებული და ყველაზე მოხმარებადი ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: ნიუ ნორდიკი, ვიტაფეროლი, ვიტრუმი, ნეუტრადერმი და სხვა.
სამუშაო ადგილი: აჭარა
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
კომპანიისა და პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით:
** ექიმებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან სავიზიტო აქტივობის დაგეგმარება და განხორციელება
** პრეზენტაციების, კონფერენციების, მრგვალი მაგიდების, სემინარების, ფარმწრეების ორგანიზება და განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარები:
** პრეზენტაციის კარგი უნარი
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** მიზანდასახულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** განვითარების ადაპტირების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება;
** ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი და ბალანსი.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@artpharma.ge 2025 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"არტფარმას" მიზანია ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნა და დამკვიდრება საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში ინოვაციებისა და ახალი ბრენდების განვითარების კუთხით. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი, გამოცდილი თანამშრომლებით და ორიენტირებულია მათ ზრდა-განვითარებაზე.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
"არტ ფარმა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|