დასახელება:
IT ტექნიკოსი/კომპიუტერული სერვისის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
IT ექსპრესი
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
|
"IT ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსი/კომპიუტერული სერვისის სპეციალისტი - Hardware & Software მხარდაჭერა
მდებარეობა: თბილისი, კეკელიძის ქუჩა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
კომპანიის შესახებ:
უზრუნველყოფს კომპიუტერულ სისტემებზე პროგრამულ და ტექნიკურ მომსახურებას კერძო და კორპორატიულ კლიენტებთან, ეხმარება მათ ტექნოლოგიური რესურსების ეფექტურ გამოყენებაში.
ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ სწრაფი, ხარისხიანი და საიმედო IT გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც ბიზნესის, ისე ყოველდღიური პროცესების უწყვეტ მუშაობას.
"IT ექსპრესი" — თქვენი სანდო პარტნიორი ტექნოლოგიურ მხარდაჭერაში.
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტების მიღება და მათთან კომუნიკაცია (ადგილზე, ტელეფონით, ან ელ. ფოსტით)
** ტექნიკური მოთხოვნების მიღება, რეგისტრაცია და პასუხისმგებელ პირზე გადაცემა
** ტექნიკური მოწყობილობების (hardware) დიაგნოსტიკა და შეკეთება
** კომპონენტების შეცვლა და შეკეთება
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, განახლება და ტექნიკური მხარდაჭერა
** მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა (on-site და remote რეჟიმში)
** ახალი ტექნოლოგიებისა და პროგრამების შესწავლა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება IT ან შესაბამის სფეროში
** საბაზისო ცოდნა ოპერაციული სისტემების (Windows, Linux, MacOS) და ქსელური მოწყობილობების მუშაობის შესახებ
** კომპიუტერული სერვისების ან ტექნიკური დახმარების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება MS Office-ის, Google Workspace-ის და ელექტრონული კომუნიკაციის სისტემებთან
** ეფექტური კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და შესაძლებლობებს კარიერული წინსვლისთვის
** სტაბილურ დასაქმებას და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@itexpress.ge. სათაურში მიუთითეთ: "IT ტექნიკოსი / კომპიუტერული სერვისის სპეციალისტი".
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრებისთვის.
|
|
|
|