Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=674157&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://qebuli-climate.ge/

ვაცხადებთ ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

რა დაგევალებათ?

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისი წლიური/კვარტალური მარკეტინგული გეგმების მომზადება, მართვა და ანალიზი;
** ბრენდის პოზიციონირება, იმიჯის გაძლიერება და ცნობადობის ზრდა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით;
** კონკურენტული გარემოს ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება ბრენდის განვითარებისთვის;
** კომპანიის მარკეტინგული საჭიროებების შესაბამისად, ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და იმპლემენტაციის უზრუნველყოფა შესაბამის გუნდებთან ერთად;
** მარკეტინგული აქტივობების/გეგმების ეფექტურობის ანალიზი და ანგარიშგება ხელმძღვანელთან.

სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ:

** გაქვთ უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
** გაქვთ მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** იცით მარკეტინგისა და სოციალური მედიის პრინციპები;  
** ხართ სტრატეგიულად მოაზროვნე, რომელიც გონივრულად აერთიანებს კრეატიულ იდეებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს;
** მართავთ როგორც ციფრულ, ისე ტრადიციულ მარკეტინგულ აქტივობებს;
** ხართ დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული;
** სამუშაო პროცესში აქტიურად იყენებთ სხვადასხვა მარკეტინგულ ინსტრუმენტებს (tools);
** იცით MS Office-ის პროგრამები;
** გაქვთ მზაობა იმუშაოთ სრული განაკვეთით, ოფისიდან, 09:00-დან 18:00-მდე ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; (მის. თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის 4)

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** ადგილზე ლანჩით უზრუნველყოფას;
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობას (სურვილის შემთხვევაში);
** კორპორატიულ ნომერს;
** პარკინგს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქმიანობა წარვმართოთ კანონიერად და თითოეული თანამშრომლის უფლება იყოს დაცული. ამ მიზნით, ჩვენთან გარანტირებული გექნებათ:

** შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები (წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, ნორმირებული სამუშაო დრო, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ა.შ.)
** უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო და თანაბარი პირობები
** პერსონალური მონაცემების დაცვა

ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 10.11.2025

ელ.ფოსტა: vacancy@qebuli.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.  

რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს შპს "პრაგმას" მიერ კანონმდებლობის შესაბამისად

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია