Робота для біженців з України
სუპერვაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: დ&ლ სერვისი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
შპს "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

დასაქმებულს ავტომობილით, საწვავით და კორპორატიული მობ. ნომრით უზრუნველყოფს კომპანია.

საჭირო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის საშუალო მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია აუცილებელია.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი
** მათემატიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** გარკვეული ჯგუფის მართვა;
** სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობა;
** სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების ანალიზი;
** გაყიდვების გეგმის შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი და შესრულებაზე ზრუნვა.

გთავაზობთ:

** ხელმძღვანელთა ჯგუფის მუდმივი მხარდაჭერას;
** სტაბილურ ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: career@dls.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე