დასახელება:
დაცვის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ევროპის უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს სერვისების სამსახურში დაცვის თანამშრომლის ვაკანსიას.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი №76;
** გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
** ანაზღაურება: 1400 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
ძირითადი მოვალეობები:
** უნივერსიტეტში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
** უნივერსიტეტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების (მათ შორის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დაშვების) სისტემების ზედამხედველობა;
** საფრთხის დროული იდენტიფიცირება და ადეკვატური რეაგირება;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
ბ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
გ) პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 24 ოქტომბერი.
|
|
|
|