Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=674136&print=yes&view=jobs
 
გაზსადენების ტექნიკური მონიტორინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაზსადენების ტექნიკური მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას გაზსადენების ტექნიკური მონიტორინგის სამსახურის გაზსადენების ტექნიკური მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების);

ძირითადი მოვალეობები:

** ქ. თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელის ტექნიკური მონიტორინგის განხორციელება;
** გაზსადენების ტექნიკური მონიტორინგის ჯგუფისთვის განკუთვნილი ავტომანქანის მართვა;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:

** რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
** მართვის მოწმობის ასლი;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
ანაზღაურება კონკურენტული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: vacancies@te.ge (ელ - ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 13 ნოემბერი.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "თბილისი ენერჯისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით ან / და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

ასევე გაცნობებებთ, რომ თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი: "თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში."
თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "თბილისი ენერჯი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია