Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ალიანს პალასი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
აპარტ-ჰოტელი "ალიანს პალასი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

** "ალიანს პალასის" აპარტამენტებისთვისა და საერთო სივრცეებისთვის საჭირო ინვენტარის / პროდუქციის შესყიდვა;
** შესასყიდ პროდუქციაზე ფასების მოძიება, ტენდერის ჩატარება, სხვადასხვა ალტერნატივის განხილვა;
** შესყიდული და არსებული საქონლის ყოველთვიური ხარჯების მონიტორინგი;
** "ალიანს პალასის" მენეჯმენტის საოპერაციო ნაწილში ჩართულობა, თანმდევი პროცესების დაგეგმვა, შეხვედრებზე დასწრება, დეპარტამენტების უკეთესი და ეფექტური მუშაობისთვის პროცედურის შემუშავება საოპერაციო გუნდთან ერთად;

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2025 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliancepalace.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "შესყიდვების მენეჯერი".

ბოდიშს მოგიხდით არასრულყოფილი უკუკავშირისთვის, ვინაიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@alliancepalace.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე