Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=674125&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნატალი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
სილამაზის სფეროში ლიდერი და მსოფლიო ტოპ ბრენდების დისტრიბუტორი საქართველოში, კომპანია შპს "ნატალი ჯგუფი" (http://www.natalibeauty.ge/ge/index) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ამოცანები:

** ბაზრის კვლევა და ანალიზი, კონკურენტული გარემოს ანალიტიკა
** ბაზრის სეგმენტირება და შესაბამისი შერჩევა
** გაყიდვების არხების მოძიება და შერჩევა
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ბაზების შექმნა
** გაყიდვების გეგმის შედგენა და რეალიზაცია
** გაყიდვების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
** კომერციული და კორპორატიული შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია
** ხელშეკრულებების მართვა
** კომპანიის პროდუქციის გაყიდვების გაზრდისთვის საჭირო სხვა აქტივობები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** ქართულისა და ინგლისურის სრულყოფილად ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** მოლაპარაკებების, სწორი კომუნიკაციის, დარწმუნების უნარები და პასუხისმგებლობის გრძნობა
დეტალებზე ორიენტირებული
** MS Office პროგრამების ცოდნა

ჩვენ ვეძებთ პუნქტუალურ, პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ, კრეატიულ და კომუნიკაბელურ გუნდის წევრს, რომელსაც დავახვედრებთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, პროფესიონალთა გუნდს და საინტერესო გამოწვევებს.

გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული 1500-2500 ლარი + ყოველთვიური ბონუსი საშუალოდ 3000-4000 ლარი), პროფესიულ და კარიერულ ზრდას Natali Group-ის ფარგლებში
** სამუშაო განაკვეთი სრული: სტანდარტული საოფისე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, მერაბ კოსტავას 67

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: HR@natali.ge და საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპანია ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია