დასახელება:
მომსახურების შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ინსი
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
|
სამშენებლო კომპანია "ინსი" 2007 წლიდან ახორციელებს სამშენებლო, სარეაბილიტაციო, სარემონტო სამუშაოებს და საინჟინრო ქსელის მოწყობას. საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანია აქტიური დამსაქმებელია და თანამშრომლებს სთავაზობს მათ ინტერესებზე მორგებულ გარემოს.
კომპანია "ინსი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სტრუქტურული ერთეული: შესყიდვების და ლოგისტიკის განყოფილება.
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიციის მიზანია კომპანიაში სამშენებლო და საინჟინრო პროექტებისთვის საჭირო მომსახურებების შესყიდვების პროცესის (ქვეკონტრაქტორები, სატრანსპორტო, ტექნიკური, ლაბორატორიული, ზედამხედველობის და სხვა სერვისები) ეფექტიანი დაგეგმვა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საჭიროებების მიხედვით მომსახურების შესყიდვის მოთხოვნის განსაზღვრა;
** მომსახურების შესყიდვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** მომსახურების დაკავშირებული შესყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
** მომსახურების გრაფიკის, გეგმების შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
** ბაზრის ანალიზი, მომწოდებლების, ფასებისა და მომსახურების პირობების განსაზღვრა;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
** მოლაპარაკების წარმოება მომწოდებლებთან;
** შესყიდული მომსახურების დროულად და ხარისხიანად მიწოდება-შესრულების კონტროლი და შეფასება;
** რისკების გამოვლენა-მართვა;
** შესყიდვების პროცესზე ანგარიშგებისა და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** კომერციული წინადადებების ანალიზი;
** პოტენციურ მომწოდებლებისა და ქვეკონტრაქტორების ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
** შესყიდვების დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოება (ტენდერის აქტები, შეთავაზებები, კონტრაქტები და სხვა);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** გამოცდილება შესყიდვების მენეჯერის ან შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე (სასურველია მომსახურებების მიმართულებით);
** შესყიდვების სამართლებრივი და ფინანსური საფუძვლების ცოდნა;
** ტენდერების ორგანიზების და შესყიდვების პროცესის მართვის გამოცდილება, კომერციული მოლაპარაკებების ფარგლებში;
** სამშენებლო პროცესების, მასალების, სამუშაოების და სერვისების ტექნიკური მახასიათებლების (მაგ. გრუნტის გამყარება, ბეტონის კლასები, ლაბორატორიული ტესტირების ტიპები და სხვ.) სპეციფიკის ცოდნა;
** რეგულაციებისა და ნორმების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების და MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური, ფინანსური და ლოგიკური აზროვნება;
** სტრუქტურირებულად მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა;
** კომერციული ხედვა და ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროების განსაზღვრა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ეთიკური სამუშაო სტანდარტები.
ჩვენ გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს დღის ჭრილში;
** ცვლილებების მიმართ მოქნილ სამუშაო პროცესებს;
** პროფესიონალი გუნდით დაკომპლექტებულ, პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებულ, კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@insi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, კომპანიის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც, თავსებადობის შემთხვევაში.
კომპანია "ინსი" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|