დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
Wishlist
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
|
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში "Wishlist.ge" - "ვიშლისთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ფუნქცია/მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;
** ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1000 ლარი + დამატებითი ბონუსი ინდივიდუალური გაყიდვების შედეგებით.
** სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.
** მზარდი ანაზღაურების სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
** ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე: https://wishlist.selfrecruit.ge/s/A7iN
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|