Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
"ალიანს ჯგუფი" გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის განხორციელებული და მიმდინარე პროექტები პრემიუმ კლასის, კომფორტული, კლიენტებისთვის და ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი საცხოვრებელი კომპლექსებია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, ასევე კომპლექსებში განთავსებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით. რეგიონის დეველოპერულ ბაზარზე პირველად "ალიანს ჯგუფმა" საკუთარ პროექტებში მსოფლიოში აღიარებული სასტუმრო ბრენდები - ამერიკული "ქორთიარდ ბაი მარიოტი" (Courtyard By Marriott), ასევე ამერიკული "ვინდემ გარდენი" (Wyndham Garden), "რამადა" (Ramada) და საქართველოში რიგით მერვე "მარიოტი" (Marriott). "ალიანს ცენტროპოლისი" ალიანს ჯგუფის მეხუთე მასშტაბური პროექტია. სადაც მსოფლიო სასტუმრო ბრენდი - "ჰაიატ ცენტრიკი" შემოვიდა.

თუ გსურს შემოუერთდე "ალიანს ჯგუფის" გუნდს, გაეცანი ვაკანსიის აღწერილობას მძღოლის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00 სთ
ანაზღაურება: 1500 ლარი
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ .78

ძირითადი ფუნქციები:

** უზრუნველყოს თანამშრომლის და კომპანიის ვიზიტორების უსაფრთხო ტრანსპორტირება
** უზრუნველყოს კომპანიის კუთვნილი ავტომობილის მუდმივად ტექნიკური გამართულობა და ჰიგიენური ნორმების დაცვა
** ჩართული იყოს ადმინისტრაციულ წვრილმან (საკანცელარიო საქონელი, საოფისე საშუალებები და ა.შ) შესყიდვებში და ლოჯისტიკაში
** პასუხისმგებელია კომპანიის კუთვნილი ავტომობილისთვის ავტოსათადარიგო ნაწილების, საპოხი მასალების, საბურავების თუ სხვა საჭირო აქსესუარების მოძიებაზე, შეძენასა და მონტაჟზე/შეცვლაზე.
** პასუხისმგებელია აწარმოოს ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ჟურნალი, სადაც მითითებული იქნება თუ როდის რა შეკეთება, შეძენა ან შეცვლა მოხდა
** პასუხისმგებელია ყოველდღიურად აწარმოოს კუთვნილი ავტომობილის კილომეტრაჟის დეტალური რეესტრი. აკრძალულია კომპანიის კუთვნილი ავტომობილით უცხო პირთა გადაყვანა ან პირადი საქმეების მოგვარება
** ვალდებულია კომპანიის კუთვნილი ავტომობილი სამუშაო საათების დასრულების შემდგომ გააჩეროს პარკინგისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილას. არასამუშაო დღეებსა და/ან საათებში ავტომობილის მართვის გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, ნებართვა მოიპოვოს უშუალო ხელმძღვანელისგან
** ვალდებულია ავტომობილის უსაფრთხოდ მართვაზე და ავტომობილის მხოლოდ პარკინგისთვის განკუთვნილ ადგილას გაჩერებაზე
** ვალდებულია მგზავრებს შეახსენოს უსაფრთხოების წესები გადაადგილებისას
** საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს კომპანიის კუთვნილი დოკუმენტების და ნივთების გადატანა დროულად და უსაფრთხოდ
** საჭიროების შემთხვევაში, უხელმძღვანელოს კომპანიის/ოფისის სამეურნეო საკითხებს (ხელოსნების გამოძახება, წვრილი სარემონტო სამუშაოების, ქსელის გადაყვანა, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის მონტაჟის, დემონტაჟის, ტექნიკის ინსტალაციის, დეზინფექციის და მსგავსი სამუშაოების და ა.შ ზედამხედველობა)
** პასუხისმგებელია შრომის უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო წესების ცოდნასა და დაცვაზე
** პასუხისმგებელია სამსახურში იმყოფებოდეს დროულად და საჭიროების შემთხვევაში იმუშაოს ზეგანაკვეთურად
** პასუხისმგებელია შეასრულოს სხვა ნებისმიერი დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მისი კვალიფიკაციის შესაბამისად

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები და უნარები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება
** 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მძღოლის პოზიციაზე
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
** სავალდებულოა იცოდეს მოძრაობის წესები, საგზაო ნიშნები და ქუჩის მისამართები
** სასურველია იცოდეს რუკის და ონლაინ ნავიგაციის პროგრამების მოხმარება
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** სავალდებულოა კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
** სასურველია ერკვეოდეს ავტომობილის ტექნიკურ მონაცემებში
** სავალდებულოა ჰქონდეს კარგი მხედველობა, მყარი ვესტიბულარული აპარატი, ორიენტაციის უნარი და კარგი სმენა
** სავალდებულოა გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი, პასუხისმგებლიანობა, შრომისუნარიანობა, კეთილსინდისიერება

საკონტაქტო:

დაინტერესების შემთხვევაში კანდიდატებმა რეზიუმე გადმოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: l.gochashvili@alliancegroup.ge, საგანში მითითებული იყოს პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე