Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=674109&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Stipfold
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
STIPFOLD — არქიტექტურული სტუდიაა, რომელიც ქმნის ინოვაციურ და ესთეტიკურად გამორჩეულ არქიტექტურულ პროექტებს და ინტერიერის დიზაინს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ხარისხზე ორიენტირებული, ინოვაციური იდეების გენერირება.კომპანია მუშაობს პროფესიონალებთან, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმიანობა, ენერგიას არ იშურებენ ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და იზიარებენ კომპანიის ესთეტიკურ მიდგომას.

სამუშაოს აღწერილობა:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** ბრენდის ცნობადობის ზრდა და პოზიციონირება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;
** სოციალურ მედიაში კომუნიკაციის მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn);
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, წარმოება და შედეგების ანალიზი;
** პარტნიორობა სხვა ბრენდებთან და კომპანიებთან ერთობლივი პროექტების ფარგლებში;
** Product Placement -ის შესაძლებლობების მოძიება და განხორციელება შესაბამის პარტნიორებთან;
** ფოტო და ვიდეო გადაღებების დაგეგმვა/კოორდინაცია;
** კომპანიის იმიჯის და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი ყველა არხში.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მომიჯნავე სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე (სასურველია არქიტექტურული, დიზაინერული ან კრეატიული ინდუსტრიაში);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია);
** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება და კონტენტის სტრატეგიული დაგეგმვის უნარი;
** Adobe InDesign-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ანაზღაურება: ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო საათები: ორშ - პარ 09:00 - 18:00
I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება
II ეტაპი - დავალების შესრულება

შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.

თუ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიოს ბმული შემდეგ მისამართზე jobs@stipfold.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Marketing Manager.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია